გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

Stocktonდა თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ მუსიკალურ სპექტაკლს „ბრუნტეტი - დაბრუნება“

25-01-2023

თიბისი კონცეპტის,მასტერქარდისა და Stockton ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში გიწვევთ მუსიკალური სპექტაკლის „ბრუნტეტი - დაბრუნება“ პრემიერაზე.

წარმოდგენა, რომელშიც მაყურებლებს საშუალება ექნებათ 5 წლის ალექსანდრე კორძაიას (kordz) წარმოსახვით სამყაროში იმოგზაურონ, დაფუძნებულია Kordz-ის ნაწარმოებზე „1999“. სპექტაკლი2021 წელს შეიქმნა ჰოლანდიური ანსამბლისთვის “Kluster 5” და მასში გამოყენებულია 1999 წლის აუდიო-ჩანაწერები. ამ ჩანაწერებში, 5 წლის kordz-იგვიყვება მის წარმოსახვით სამყარო - ბრუნტეტზე, ბრუნტეტის მაცხოვრებლებსა და მის გონებაში დალექილ სხვადასხვა საინტერესო თემაზე.


სპექტაკლი5,6 და 7 თებერვალს თეატრში „ჰარაკი“, ხოლო 11 თებერვალს კი Silk Factory Studio-ში გაიმართება.


მუსიკოსები: kordz &ანსამბლი Kluster 5 (ჰააგა, ნიდერლანდები).


პროექტის თეატრალურ მიმართულებაზე „ჰარაკი“-ს გუნდმა  (თეატრალური კომპანია) და რეჟისორმა, სანდრო კალანდაძემ იმუშავეს.

მსახიობები:

ანასტასია ჭანტურაია
ანანო მახარაძე

ნატალია გაბისონია
ბექა ხაჩიძე
გიორგი რაზმაძე

თემო რეხვიაშვილი

ბილეთების წინასწარი გაყიდვა დაიწყება 25 იანვარს და 3 დღის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ თიბისი კონცეპტის მასტერქარდ ბარათის მფლობელებისთვის, 15%-იანი ფასდაკლებით.


28 იანვრიდან თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელებისთვის იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება, ხოლო თიბისი მასტერქარდ ბარათის მფლობელებისთვის 10%.


*ფასდაკლება არ ვრცელდება თიბისის ერთგულის ბარათებზე.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ: tkt.ge

მხარდამჭერები: Pro Helvetia (შვეიცარია), თიბისი კონცეპტი, მასტერქარდი, ლექსუსი და თბილისის მერია.