11-07-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჭუბერში მომხდარმა სტიქიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რისკის ზონებში აუცილებელია ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა.
ამის შესახებ პრემიერმა დღევანდელ ბრიგინგზე განაცხადა.
„მინდა შევეხო ჭუბერში მომხდარ სტიქიას და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყოს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში. განსაკუთრებით კი ჩვენ მოხალისეებს ვუხდი მადლობას.
ამ სტიქიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა, რათა შევამციროთ სტიქიისგან მიღებული ზარალის ოდენობა და უფრო ეფექტიანად შევძლოთ სტიქიასთან ბრძოლა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის ოდენობის დათვლა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ყველა დაზარალებულს ზარალი სრულად აუნაზღაურდება. ამ დრომდე ჭუბერში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაობი და მაქსიმალურად მცირე დროში ჩვენ აღვადგენთ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას“-განაცხადა პრემიერმა.