გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან ნიკოლეიშვილი „ვაშინგტონ პოსტი“ - ის სტატიაზე: ჩნდება მარტივი კითხვა თუ ეს ომის დამთავრების ერთ - ერთი შესაძლო სცენარია, მაშინ ამდენ მსხვერპლს და ნგრევას რა ვუყოთ ?

25-01-2023

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება „ვაშინგტონ პოსტი“ - ის გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ში მიიჩნევენ, უკრაინის უსაფრთხოებას სამომავალოდ არა შეთანხმებები, არამედ ძლიერი არმია უზრუნველყოფს, ხოლო ყირიმის დაბრუნების საკითხი შეიძლება გადაიდოს.

 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რატომღაც მგონია, რომ ასეთი განცხადებები ჩვენი პარტნიორების მიმართ ნიჰილიზმს აჩენს.

 

„ძალიან დამაფიქრა აშშ-ს მთავრობის განცხადებამ. ეს რომ მაპატიეთ რიგითი ამერიკელი იყოს კიდევ ხოო, მაგრამ როცა სახელმწიფო მდივანი საუბრობს, რომ უკრაინისთვის მთავარი NATO-ს წევრობა კი არა ძლიერი არმიაა, ხოლო ყირიმის საკითხი კი შეიძლება გადაიდოს. ჩნდება მარტივი კითხვა თუ ეს ომის დამთავრების ერთ-ერთი შესაძლო სცენარია, მაშინ ამდენ მსხვერპლს და ნგრევას რა ვუყოთ? რატომღაც მგონია, რომ ასეთი განცხადებები ჩვენი პარტნიორების მიმართ ნიჰილიზმს აჩენს..“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.