გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზურაბ ქადაგიძე: სასამართლო ხელისუფლების გადაბარების კლასიკური ნიმუშია, რაც უკრაინასა და ალბანეთში ლობისტების ზეწოლით მოხდა - ეს თემა ჩვენი სუვერენიტეტის არსებობა-არარსებობას ეხება

26-01-2023

რაც ალბანეთსა და უკრაინაში მოხდა, სასამართლო ხელისუფლების პირდაპირი გადაბარებაა, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

 

მისივე თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებით, ლობისტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები სახელმწიფომ არ უნდა გაითვალისწინოს.

 

„სასამართლო ხელისუფლების გადაბარების კლასიკური ნიმუშია, რაც უკრაინასა და ალბანეთში ლობისტების ზეწოლით მოხდა. ამის ნათელი მაგალითი თუნდაც ის ნაშრომია, რომელიც სოროსის ფონდ „ღია საზოგადოებაში“ შეიქმნა - შავით თეთრზე წერია, როგორი მეთოდებით უნდა იხელმძღვანელონ, ეტაპობრივად რა უნდა განახორციელონ... არანაირი რეკომენდაცია, რომელიც ასეთი სახით მოვა, ხელისუფლებამ არ უნდა გაითვალისწინოს“, - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.