გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მამუკა ბახტაძე: შალვა თადუმაძე უაღრესად კეთილსინდისიერი და პრინციპული ადამიანია

11-07-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით მთავარი პროკურორობის კანდიდატი, შალვა თადუმაძე კეთილსინდისიერი და ძალიან პრინციპული ადამიანია.

ეს განცხადება პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.


„ბოლო პერიოდში საზოგადოება დიდი ყურადღებით აკვირდებოდა მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესს. 

დღეს საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრით მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარსადგენად შეარჩია შალვა თადუმაძე. შალვა თადუმაძე ჩემი შეფასებით, პირველ რიგში, არის უაღრესად კეთილსინდისიერი და ძალიან პრინციპული ადამიანი. ის ბოლო პერიოდში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახლდათ, მანამდე კი 2012 წლიდან მოყოლებული მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო და უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო პროცესების უშუალო მონაწილე გახლდათ. ის სარგებლობს ძალიან მაღალი რეპუტაციით როგორც პროფესიულ, ასევე სამეცნიერო წრეებში. მინდა ვუსურვო მას პარლამენტში წარდგენისა და დამტკიცების პროცესში წარმატებები და დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად გაართმევს თავს ამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას“-განაცხადა პრემიერმა.