გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ვახტანგ ყოლბაია მარიამ ჯაშსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა

11-07-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშსა და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობისკუთხით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვაზე. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით  დისკრიმინაციის საკითხს, ასევე ისაუბრა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ქართული კვალის წაშლაზე და მათი კვალიფიციური რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუციების გააქტიურების  აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე იმსჯელეს  საქართველოს სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე  არსებული აფხაზეთის  საჯარო სკოლების, ანსამბლების, თეატრებისა  და სხვა შემოქმედებითი კოლექტივების  მხარდასაჭერად გასატარებელი  ღონისძიებების აუცილებლობაზე.  მთავრობის თვმჯდომარემ   ხაზი გაუსვა აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს.

„მნიშვნელოვნად მიმაჩნია საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის გამართულ  ღონისძიებებზე  მეტი საშუალება მიეცეს აფხაზეთის  შემოქმედებით კოლექტივებს, მეტად წარმოაჩინონ  აფხაზური კულტურა საერთაშორისო ასპარეზზე“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.