გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი მუმლაძე: ძალიან დიდი დარტყმა პარტიას რამაც მიაყენა, მათ შორის ნიჰილიზმის დათესვის კუთხით, არის გიორგი გახარიასთან კოალიციის შექმნა

27-01-2023

„ძალიან დიდი დარტყმა პარტიას რამაც მიაყენა, მათ შორის ნიჰილიზმის დათესვის კუთხით, არის გიორგი გახარიასთან კოალიციის შექმნა,“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია გიორგი გახარიასთან იყო კატასტროფა პარტიისთვის.

 

„გიორგი გახარიასთან კოალიციის შექმნამ პრაქტიკულად ჩამოშალა ის ინფრასტრუქტურა, რომელი ინფრასტრუქტურის ნაწილიც იყო ძალიან ბევრი ჩვენი პატრიოტი ადამიანის მხარდაჭერა მათ შორის ღიად და ჩვენ გამოვჩნდით ადამიანები, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში გიორგი გახარიას ვაძახებდით რომ რუსია, თვალები დაგვთხარა, როდიონოვს ვამსგავსებდით ამ ადამიანს და უცებ იქმნება კოალიცია.

 

ამაზე მე მქონდა ჩემი საჯარო პოზიცია და პირდაპირ ვთქვი მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეს არ მოეწონა, ეს იყო კატასტროფა პარტიისთვის. მართლაც ასე მოხდა და ახლა როგორ გინდა დააჯერო კიდევ ერთხელ ხალხი რომ შენ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს არ გადადგამ“- განაცხადა გიორგი მუმლაძემ.