გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით კაჭარავა „ემპათიაზე“: როდესაც სახელმწიფოს ბრალს სდებ ადამიანის წამებაში, ეს არის წითელი ხაზი და ეს ხაზი ვერავინ ვერ უნდა გადაკვეთოს!

27-01-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით კაჭარავა, ცენტრ „ემპათიასთან“ დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურება. „ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა, „ნაციონალურ მოძრაობის“ მხარდამჭერთა მხრიდან გამოყენებულია ქვეყანაში დაპირისპირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა და ბატონი რატი ბრეგაძის განცხადება ადასტურებს, რომ „ემპათია“ სახელმწიფოს ბრალს უსაფუძვლოდ სდებდა. როდესაც სახელმწიფოს ბრალს სდებ ადამიანის წამებაში, ეს არის წითელი ხაზი და ეს ხაზი ვერავინ ვერ უნდა გადაკვეთოს!“, - აცხადებს კაჭარავა.

 

მან მედიასთან „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, თუ როგორ დასრულდება ამ პარტიაში არჩევნები, მისი დაშლა მაინც გარდაუვალია.


„როგორც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, დაპირისპირებული მხარეები თანაცხოვრებას ვეღარ შეძლებს და პარტიის დაშლა გარდაუვალი იქნება. მათ საკუთარ მხარდამჭერებს თავიანთი რეალური სახე აჩვენეს. თანაგუნდელებსაც კი, შანტაჟის ქვეშ აცხოვრებენ და ადვილი წარმოსადგენია, მოსახლეობას როგორ შეიძლება მოექცნენ“, - აცხადებს დავით კაჭარავა.


კაჭარავა ასევე ეხმაურება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ კიდევ ერთი რეზოლუციის მიღებას, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.


„ევროსაბჭომ კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა მკაფიოდ არის გამოხატული. ის მოგვიწოდებს, რომ მთელი ქვეყანა, პოლიტიკური სპექტრი, გავერთიანდეთ და ერთად ვიაროთ 12 პუნქტის შესრულებისკენ, მაგრამ, თვალნათლივ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიცია განზრახ ცდილობს ამ პუნქტების ჩაგდებას. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, მათ ეს არ გამოუვათ და საქართველო მიაღწევს შედეგს - ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“, - აცხადებს დავით კაჭარავა.