გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

ანდრია გვიდიანი: Factcheck ბოლომდე სოფლის ორღობის ყვითელ პრესას დაემსგავსა, სხედან და საკუთარი გემოვნებით რაღაც ვერდიქტებს აცხობენ

27-01-2023

"კონკრეტულად ეს მასალა თავის შინაარსით, ფორმით და ვერდიქტით არის იაფფასიანი და უსახური პროპაგანდის მცდელობის კლასიკური ნიმუში,”- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ანდრია გვიდიანი Factcheck-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ.


როგორც გვიდიანი წერს, ვინ განსაზღვრა "ცივილიზებული სამყაროს" დეფინიცია და რატომ დგას ამ ე.წ. "ცივილიზებული სამყაროს" ზედაპირული შეფასებები ქართულ მართლმსაჯულებაზე მაღლა?


„ეს Factcheck ბოლომდე სოფლის ორღობის ყვითელ პრესას დაემსგავსა, სხედან და საკუთარი გემოვნებით რაღაც ვერდიქტებს აცხობენ. მაგრამ, ეს კონკრეტული შემთხვევა მაინც განსაკუთრებულია. წარმოიდგინეთ, პოლიტიკოსის სუბიექტურ განცხადებას ამოწმებენ და ადგენენ სუბიექტური შეფასება სიმართლეა თუ - არა. კონკრეტულად ეს მასალა თავის შინაარსით, ფორმით და ვერდიქტით არის იაფფასიანი და უსახური პროპაგანდის მცდელობის კლასიკური ნიმუში.

 

ამასაც რომ თავი დავანებოთ, სასაცილო ამბავი ის არის, რომ ამაზე მეტი გადასამოწმებელი ვერაფერი ნახეს. გარდა ამისა, ძალიან მაინტერესებს ვინ "ცივილიზებულ სამყაროზე" აპელირებენ, ვინ არის ეს 'ცივილიზებული სამყარო', ვინ განსაზღვრა 'ცივილიზებული სამყაროს' დეფინიცია? კიდევ მაინტერესებს, რატომ დგას ამ ე.წ. "ცივილიზებული სამყაროს" ზედაპირული შეფასებები ქართულ მართლმსაჯულებაზე მაღლა?“- წერს გვიდიანი.