გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლევან ნიკოლეიშვილი გახარიას და ნაცმოძრაობის კოალიციაზე: როდესაც გუშინ ადამიანს მოღალატეს და ჯალათს ეძახდი და დღეს მასთან ერთად თანამდებობებს ინაწილებ, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ხალხმა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე მოგისროლოს

27-01-2023

„როგორც ჩანს, ნამეტანი აეწვათ ერთი ადგილი გახარიებს იმ სიმართლის მოსმენის შემდეგ, რაც მათ კიდევ ერთხელ შეახსენა ირაკლი კობახიძემ“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას კოალიციის შესახებ.

 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ღირებულებებისგან დაცლილმა ორმა პარტიად წოდებულმა გააფორმეს კოალიცია და თან ხალხს უმტკიცებენ, ეს ხალხის გამო გავაკეთეთო.

 

„როგორც ჩანს, ნამეტანი აეწვათ ერთი ადგილი გახარიებს იმ სიმართლის მოსმენის შემდეგ, რაც მათ კიდევ ერთხელ შეახსენა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

არადა ყველაფერი მარტივადაა, ღირებულებებისგან დაცლილმა ორმა პარტიად წოდებულმა გააფორმეს კოალიცია და თან ხალხს უმტკიცებენ, ეს ხალხის გამო გავაკეთეთო. როდესაც გუშინ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს მოღალატეს და ჯალათს ეძახდი და დღეს მასთან ერთად თანამდებობებს ინაწილებ, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ხალხმა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე მოგისროლოს. ახლა მაგ ამბავს კლავიატურაზე კაკუნი და ნაპერწკლების ყრა აღარ უშველის“- წერს ნიკოლეიშვილი.