გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მთავრობის სტრატკომი: აღნიშნული ფეიკნიუსი პრემიერის დისკრედიტაციის მორიგ წარუმატებელ მცდელობას წარმოადგენს

28-01-2023

მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"გვსურს გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ ფეიკნიუსს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მცდელობას.


აღნიშნულმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ცრუ და სრულიად დაუსაბუთებელი ინფორმაცია, თითქოსდა ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ბიზნესინტერესები კონკრეტულ კერძო პროექტში.


ეს არის აბსურდული, უსაფუძვლო, ვარაუდებზე დაფუძნებული ბრალდებები, რომლებიც დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნულ კამპანიას პარტიული ტელევიზიები სხვადასხვა ფეიკნიუსების გავრცელებით ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ პერიოდულად ახორციელებენ, რაც პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგ წარუმატებელ მცდელობას წარმოადგენს" - ნათქვამია განცხადებაში.