გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე ივანიშვილსა და Credit Suisse-ზე: ჩათვალეს, რომ ფინანსური პრესის გამო, ხელისუფლებაზე გავლენას მოახდენს და ქვეყანა ომში ჩაერთვება, მაგრამ შეცდომა დაუშვეს - მას არ იცნობენ, ის ასეთ გადაწყვეტილებას არავითარი ციფრების ფასად არ მიიღებს

30-01-2023

ამ საკითხში გენეზი წმინდად პოლიტიკურია და ის მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობასა და Credit Suisse-ზე საუბრისას.

 

მისივე თქმით, გარე ძალების ივანიშვილზე ზეწოლის უმთავრესი მიზანი საქართველოს ომში ჩართვაა.

 

„იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნაზე, დადგა ამოცანა - როგორ მოარგონ ხელისუფლებას გასაღები ისე, რომ ეს გადაწყვეტილება მიაღებინონ. გამოსავალი ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლის პოლიტიკურად გააქტიურებაში დაინახეს - მან გავლენა უნდა მოახდინოს ხელისუფლებაზე, რომელიც, ვიდრე პოლიტიკაში იყო, მისი პოლიტიკური გუნდია. იციან, რომ მისი ფიგურა ანგარიშგასაწევია. რადგან ბატონი ბიძინაც არ თანხმდება, რომ ხელისუფლებას გადაადგმევინოს სცენარის ავტორებისთვის სასურველი ნაბიჯები (ანუ ქვეყანა ომში ჩაერთოს და მხარედ დაფიქსირდეს), ბატონ ბიძინაზე შანტაჟი დაიწყეს - ჩათვალეს, რომ ფინანსური პრესი მისთვის ამდაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იქნებოდა. აქ მათ შეცდომა დაუშვეს, რადგან ისინი ბატონ ბიძინას არ იცნობენ - ის ასეთ გადაწყვეტილებას არავითარი ციფრების ფასად არ ღებულობს და არც მიიღო“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.