გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარეზე: ალბათ, ხაბე ხებეებს ჩააცმევს საკუთარ ამომრჩევლებს და რევოლუციისთვის მოამზადებს - ვნახოთ, მისგან რა მორიგი სახალისო შემოთავაზება იქნება

30-01-2023

ვგულშემატკივრობდი ხაბეიშვილს, რადგან გულწრფელად მემეტებოდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოუგო საკუთარ თავს. ალბათ, ხაბე ხებეებს ჩააცმევს საკუთარ ამომრჩევლებს და რევოლუციისთვის მოამზადებს. ვნახოთ, მისგან რა მორიგი სახალისო შემოთავაზება იქნება, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარედ ხაბეიშვილის დასახელებას.

 

მისივე თქმით, ხაბეიშვილის თავმჯდომარედ არჩევა მოსალოდნელი იყო.

 

„მოსალოდნელიც იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში გაიმარჯვებდა ის ფრთა, რომელიც უფრო მეტად დესტრუქციული, უფრო მეტად ყველაფრის მკადრებელია და ვისი პატრონებიც ამით გამოირჩევიან. დესტრუქცია, ძალადობა, წარსულთან დაკავშირებით არავითარი სინანული მათი მახასიათებელია. პირიქით, მათ ალბათ მიაჩნიათ, რომ მეტი ძალადობა უნდა გამოევლინათ“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.