30-01-2023
ესპანური პრესა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბასკეთში ვიზიტს ეხმაურება.
„პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო და აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მან კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ აქამდე გამოირიცხა საქართველოს ომში ჩართვის შესაძლებლობა.
კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბასკეთს უამრავი ტრადიცია აერთიანებთ და მომავალში ამ კავშირების გაძლიერების მოწოდებით გამოვიდა. გარდა ამისა, მას მიაჩნია, რომ ბასკეთს შეიძლება საკვანძო როლი ჰქონდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების მხარდაჭერაში.
„ლამაზი მხარეა, მაგრამ ყველაზე ლამაზი ბასკეთში ბასკი ხალხის კეთილი ხასიათია", - განაცხადა კობახიძემ“, - აღნიშნულია Deia-ს სტატიაში.
ირაკლი კობახიძეს ბილბაოში საბინო არანას ფონდის ჯილდო გადაეცა.