გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს არ გაუგზავნის

30-01-2023

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას გამორიცხავს. ”ის ფაქტი, რომ ახლახან მივიღეთ გადაწყვეტილება ტანკების გაგზავნის შესახებ და გერმანიაში შემდეგი დებატები იწყება, უბრალოდ არასერიოზულად გამოიყურება”, - აღნიშნა შოლცმა გერმანულ გამოცემა Tagesspiegel-თან ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.


ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატო რუსეთთან ომში არ არის ჩაბმული. ”ჩვენ არ დავუშვებთ ასეთ ესკალაციას”, - აღნიშნა შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა დაადასტურა, რომ რეგულარულად ესაუბრება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და ბოლო ზარი მათ შორის 2022 წლის დეკემბერში განხორციელდა.


”ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთმანეთთან”, - განაცხადა შოლცმა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ყოველთვის გარკვევით აცხადებს : რუსეთის შეჭრა უკრაინაში აბსოლუტურად მიუღებელია და ვითარებას მხოლოდ მისი ჯარების გაყვანა მოაგვარებს.


შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გერმანიამ უკრაინისთვის Leopard 2 ტიპის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო, შეერთებულმა შტატებმა კი განაცხადა, რომ უკრაინას M1 Abrams-ის ტანკებს გაუგზავნიან. ამის შემდეგ უკრაინამ მოკავშირე ქვეყნებს სთხოვა, შექმნან „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიცია“, იმისთვის რომ უკრაინას მოიერიშე თვითმფრნავები გაუგზავნონ და მისი საბრძოლო შესაძლებლობები გააძლიერონ.