გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნონა მამულაშვილი: ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე

30-01-2023

„არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება,“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ნონა მამულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მამულაშვილი გამარჯვებას ულოცავს ხაბეიშვილს და იმედს გამოთქვამს, რომ არ დადგება ის შედეგი, რაც როგორც წესი ასეთ შემთხვევებში დგება.
„ვულოცავ ლევანს გამარჯვებას! დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და დიდი მადლობა მათ, ვინც მე დამიჭირა მხარი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემომ აჩვენა...


ლევანს ბევრ წარმატებას ვუსურვებ, პრობლემა ახლა ის არ არის. პრობლემა ისაა, რომ დიდ სურათში - ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე. მინდა მჯეროდეს, რომ ის შედეგი არ დადგება, რაც როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება ხოლმე“- წერს ნონა მამულაშვილი.