გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან დავითაშვილი საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს შეხვდა

31-01-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს, ლოკაციის მენეჯერებს შეხვდა.


გავლენიანი კანადელი და ბრიტანელი კონსულტანტების საქართველოში ვიზიტის მიზანია საქართველოს ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორის გაცნობა და ამ მიმართულებთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, რათა შემდგომში ინფორმაცია მიაწოდონ პოტენციურ ინვესტორებს.


მენეჯერები საქართველოს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში მათ შეხვედრები გამართეს როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან, რომლებიც BPO სფეროს წარმოადგენენ.


ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო ძალიან საინტერესო დანიშნულების ადგილია წამყვანი კომპანიებისთვის, რომელთაც ბიზნესპროცესების აუთსორსინგი სჭირდებათ.


„საქართველოს ბიზნესკლიმატის კიდევ უფრო უკეთესად წარმოჩენის მიზნით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დავიწყეთ კონკრეტული ლოკაციების მენეჯერების აყვანა სამიზნე ბაზრებზე. ჩვენ მიზანია, რომ საქართველოში კიდევ უფრო მეტი ბიზნესი მოვიზიდოთ, მეტი ინვესტიცია განხორციელდეს და ცნობილი კომპანიები შემოვიყვანოთ. ამისთვის კონკრეტული გამოცდილების მქონე ადამიანები სხვადასხვა სამიზნე ბაზრებზე ესაუბრებიან წამყვან კომპანიებს, რომელთაც ბიზნესპროცესების აუთსორსინგი სჭირდებათ და ეძებენ ახალ ლოკაციებს. საქართველო მათთვის ძალიან საინტერესო დანიშნულების ადგილია და ვფიქრობ, ეს პროექტი წარმატებული იქნება. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისეთი კომპანიები შემოვიყვანოთ ქვეყანაში, რომელიც გარკვეულწილად დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებასაც შეუწყობენ ხელს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით საქართველოში საკუთარი ოფისები გახსნეს ისეთმა წამყვანმა საერთაშორისო კომპანიებმა, როგორებციაა „კონსენტრიქსი" და „მაჯორელი".