გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლევან დავითაშვილი: საქართველოში ეკონომიკური ზრდის ყველა მაჩვენებელი იმაზე მეტყველებს, რომ გასული წლის დადებითი ტენდენციები 2023 წელსაც უნდა გაგრძელდეს

31-01-2023

„2022 წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გასული წლის დეკემბრის თვეშიც გაგრძელდა. დეკემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 11 % შეადგინა და საბოლოო წლიური ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 10.1 %. ეს წინასწარი მონაცემებია, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მონაცემები ზრდისკენ დაზუსტდება", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გასული წლის ეკონომიკური მაჩვენებლების კომენტირებისას.


ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ძირითადად ეკონომიკური ზრდა განაპირობა რამდენიმე სექტორში ეკონომიკურმა აქტივობამ, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის სექტორის აღდგენა, სადაც შემოსავლებმა 3.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ექსპორტი, რომლის მონაცემები 5.6 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა - ეს ისტორიულად რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აქტივები ძალიან დივერსიფიცირებული იყო - როგორც ტრანსპორტის და საწყობების ლოგისტიკის სფეროში, ისე მშენებლობაში უძრავი ქონების მიმართულებით, ასევე მომსახურებაში და წარმოების კუთხით.


აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო კომპანია „Fitch"-მა -მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ, ხოლო რეიტინგი უცვლელი „BB" დონეზე დატოვა. სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგისა და პოზიტიური პერსპექტივის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებს სანდო და ეფექტიანი პოლიტიკა და სხვა „BB" რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით უკეთესი ეკონომიკური განვითარებისა და ძლიერი მმართველობის ინდიკატორები წარმოადგენს.


„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობაზე მიანიშნებს, მიუხედავად საგარეო შოკებისა. ეკონომიკური ზრდის შეფასებისას საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch"-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB" დონეზე შეუნარჩუნა, მაგრამ პოზიტიური პერსპექტივით. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ თუ 2023 წელსაც შევინარჩუნებთ დადებით ტენდენციებს, შემდეგი შეფასებისას ჩვენი სუვერენული რეიტინგი გაუმჯობესდება. ჩვენი მოლოდინია - დადებითი ტენდენციები უნდა შევინარჩუნოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური ზრდა 2022 წელს არამხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით იყო, არამედ, როგორც ვთქვით, ის საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მრავალ სექტორს მოიცავს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


ლევან დავითაშვილი ასევე ხაზს უსვამს და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ასახელებს, რომ დეკემბრის თვეში საკმაოდ მაღალი იყო დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა - ის 18.1%-ით გაიზარდა. ამასთან, დეკემბერში გაზრდილია ტურისტული აქტივობა - ტურიზმის სექტორიდან შემოსავლებმა 555 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა დაფიქსირდა რემიტანსების მიმართულებითაც - უცხოური ვალუტის გადმორიცხვებმა საქართველოში 535 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.


„ყველა ეს მაჩვენებელი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში 2022 წლის დადებითი ტენდენციები 2023 წელსაც უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.