გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტი: საქართველო საუკეთესო პირობებს სთავაზობს ბიზნესს

31-01-2023

საქართველო საუკეთესო პირობებს სთავაზობს ბიზნესს, აქ მაღალ დონეზეა ბიზნესის დაწყება და წარმოების კულტურა, - ამის შესახებ საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტმა მაიკლ ჟდანოვსკიმ განაცხადა.


საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტები, ე.წ. ლოკაციის მენეჯერები საქართველოს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით სტუმრობენ. ვიზიტის მიზანია საქართველო ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორის გაცნობა და ამ მიმართულებთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, რათა შემდგომში ინფორმაცია მიაწოდონ პოტენციურ ინვესტორებს.


მაიკლ ჟდანოვსკის თქმით, საქართველოში არსებული მომსახურების დონე მარტივად გაუწევს კონკურენციას ბიზნესსერვისების მიმწოდებლებს დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან.


„საქართველოში შესაძლებელია ბიზნესი სულ რაღაც ერთ დღეში დაარეგისტრიროთ, მთავრობა კი მაქსიმალურად ამარტივებს საერთაშორისო კომპანიებისთვის ქვეყანაში შემოსვლისა და ბიზნესის დაწყების პროცედურებს, რათა უცხოელმა ინვესტორებმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი. საქართველო არაჩვეულებრივად კომფორტული ადგილია ბიზნესისთვის. როდესაც უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, ბიზნესის ოპერირებისთვის არა მხოლოდ ხელსაყრელი გარემო, არამედ შესაბამისი კულტურაც გჭირდება. საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, უამრავი მაღალი კლასის სასტუმრო, შესანიშნავი მომსახურება და ადამიანებზე ორიენტირებული ფანტასტიური სერვისებია", - აღნიშნა მაიკლ ჟდანოვსკიმ.