გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა ცნობილია

12-07-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა. 
როგორც პრემიერმა განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტს მიხეილ ბატიაშვილი დაიკავებს, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, ხოლო ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იქნება. საგარაო საქმეთა მინისტრის პოსტს კი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზალკალიანი დაიკავებს.
რაც შეეხება სხვა უწყებებს, მათი ხელმძღვანელები მთავრობის ახალ შემადგენლობაში უცვლელად დარჩებიან.
„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ბატიაშვილი. ის ძალიან ცნობილი ფიგურაა ჩვენს პროფესიულ წრეებში. მისი მუშაობის გამოცდილება უკავშირდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დაარსებას. წლების განმავლობაში იგი გახლავთ ჰარვარდის ბიზნესსკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი და აქვს მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან. ჩვენი მთავარი ამოცანა განათლების სისტემაში და იმ რეფორმაში, რასაც ჩვენ ვგეგმავთ არის 5 დონიანი რეფორმის განხორციელება, რომელიც გულისხმობს სკოლამდელი განათლების, სკოლის განათლების, პროფესიული განათლების, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას, ინოვაციური განათლების სისტემების დანერგვას და რაც მთავარია, განათლებასა და ეკონომიკას შორის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ბატიაშვილი ჩვენი მხარდაჭერით შეძლებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას განათლების მიმართულებით.
ფინანსთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ივანე მაჭავარაიანი. ის წლების განმავლობაში მუშაობდა „თელიასონერას“ ჯგუფში შემავალ კომპანია „ჯეოსელში“. ის ამ კომპანიაში წლების განმავლობაში გახლდათ ფინანსური და კომერციული დირექტორი. ჩვენი რეფორმების დიდი ნაწილი დაკავშირებულია ციფრულ ეკონომიკასთან და იმ რეფორმათა პაკეტის 50%, რომელიც მე წარვადგინე, საჭიროებს თანამედროვე ტექნოლოგიების დარეგვას. ვანო მაჭავარიანის გამოცდილება ამ კუთხით არის მართლაც თვალსაჩინო. ის გახლავთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ადამიანი. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ ის მაქსიმალურად დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაში. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი პროგნოზის მიხედვით 1%-დან 1.5%-მდე ზრდა უნდა უზრუნველყოს სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ. შესაბამისად, ეს გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულება.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს დაიკავებს გიორგი ქობულია. გოგა გახლავთ ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ის ორი ათწლეულია მუშაობს გლობალურ საკონსულტაციო კომპანია „მაქკინზში“. ის გახლავთ სენიორ პარტნერი ამ ორგანიზაციის. „მაქკინზის“ სახელთან ასოცირდება მე-20 და 21-ე საუკუნის ტექონოლოგიური გარღვევების, მათ შორის მმართველობითი სისტემის ძალიან დიდი ნაწილი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ბევრ სექტორში, როგორიც არის ენერგეტიკა, როგორიც არის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შრომის ბაზარი და ბევრი სხვა. დარწმუნებული ვარ, ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, რომელიც შეტანილია ჩვენს სამთავრობო პროგრამაში.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე რჩება ბატონი დავით ზალკალიანი“- განაცხადა ბახტაძემ.