გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ეკა სეფაშვილი: მოლდოვის ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასოცირებული სამეულის - კოორდინირებული მოქმედება, რათა ევროკავშირში ინტეგრაცია უფრო წარმატებული და შედეგიანი იყოს

31-01-2023

,,ხალხის ძალის" წევრმა, ეკა სეფაშვილმა, მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ოლეგ სერებრიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიასთან, შეხვედრის მთავარ აქცენტებზე ისაუბრა.

 

„მოლდოვის ვიცე-პრემიერთან ძალიან თბილი შეხვედრა შედგა. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი ქვეყნების გამოცდილება როგორც საერთო ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში, ისე - რეინტეგრაციის საკითხების, კონფლიქტურ რეგიონებთან ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობის პრობლემების, გამოწვევებისა და მიღწევების თვალსაზრისით.

 

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასოცირებული სამეულის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის კოორდინირებული მოქმედება, იმისთვის, რომ ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია უფრო წარმატებული და შედეგიანი იყოს. შეხვედრამ საკმაოდ თბილ ატმოსფეროში ჩაიარა. დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გზებიც", - აცხადებს ეკა სეფაშვილი.