გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კომერციული ბანკები ეთიკის კოდექსით იხელმძღვანელებენ

12-07-2018

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცდა "ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული ბანკებისთვის", რომლის მიზანია საბანკო სექტორში ეთიკისა და საბანკო პროფესიის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამკვიდრება, რაც, ეროვნული ბანკის წარმომადგენელკთა განცხადებით, ხელს შეუწყობს საბანკო სექტორისა და ბანკირის პროფესიის მიმართ საზოგადოების, მათ შორის, ინვესტორთა ნდობის ამაღლებასა და საბანკო სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას.

ეროვნული ბანკის ინფორმაციითვე, კოდექსით განსაზღვრული პრინციპები და სტანდარტები სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის მიერ განსაზღვრულ ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების ჩარჩოს დაეფუძნა, რომელიც საფინანსო ბაზარზე საყოველთაოდ აღიარებული და მიღებული სახელმძღვანელოსტანდარტია. კოდექსით განსაზღვრულია ეთიკის ის ზოგადი პრინციპები და პროფესიული ქცევის სტანდარტები, რომლებსაც კოდექსის მოქმედების სფეროში ჩართული პირები პროფესიული საქმიანობისას უნდა იცავდნენ. 

ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული კოდექსის პროექტი ჯერ კიდევ 2018 წლის იანვარში გამოაქვეყნა ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების გამჟღავნების ინიციატივის ფარგლებში. შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეებს კოდექსის დამტკიცებამდე საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ კოდექსის პროექტს და მასთან დაკავშირებული მოსაზრებები და კომენტარები მიეწოდებინათ ეროვნული ბანკისთვის. ამავე ბმულზე განთავსდება ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული შეკითხვებისა და პასუხების დოკუმენტი წინამდებარე კოდექსის სამუშაო ვერსიაზე მიღებულ მოსაზრებებთან დაკავშირებით. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტი მომავალშიც დაექვემდებარება განახლებას კოდექსის ჩარჩოსთან დაკავშირებით დამატებითი ინტერპრეტაციებისა და დაზუსტებების გაკეთების საჭიროების შემთხვევაში.