გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნინოწმინდის კულტურის ცენტრში არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენაზე სპექტაკლი დადგეს

12-07-2018

ნინოწმინდის მერიას შემოთავაზებითა და მხარდაჭერით ქ. ნინოწმინდის კულტურის ცენტრში ჩატარდა ღონისძიება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის ,,არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების“ ფარგლებში, არაქართულენოვან სკოლებში მომუშავე ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ - მასწავლებლების ერთობლივი ძალებით. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ქართულ ენაზე წარმოადგინეს სპექტაკლები, სიმღერები და ცეკვები. სკოლებში, სადაც მუშაობენ კონსულტანტ-მასწავლებლები შექმნილია ქართული ენის კლუბები, რომელთა მისიაა სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია. ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღეს: სოფელ განძის #1 საჯარო, სოფელ განძის #2 საჯარო, სოფელ ოროჯალარის საჯარო, სოფელ ფოკის საჯარო, სოფელ როდიონოვკის საბაზო, სოფელ პატარა გონდურის საჯარო, სოფელ მამწვარის საჯარო, სოფელ გორელოვკის საჯარო და ქ. ნინოწმინდის # 2 საჯარო სკოლებმა, ღონისძიებას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიას განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა - ჟორა სნხჩიანმა სამახსოვრო სიგელები გადასცა მონაწილე ქართული ენის კლუბებს.