გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მამუკა მდინარაძე: თვითდაზიანება არ შეიძლება გახდეს პატიმრის გათავისუფლების საფუძველი

2-02-2023

არც ერთი სახელმწიფო, არანაირი თვითდაზიანების პირობებში არ მიყვება ამ ტერორისტულ ულტიმატუმს, რომ თვითდაზიანება შეიძლება გახდეს გათავისუფლების საფუძველი, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ  "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

 

მისი თქმით, თვითდაზიანების პრაქტიკა ყოველთვის არსებოდა, თუმცა, არც ერთ სახელმწიფოს მსგავსი ულტიმატუმის გამო პატიმარი არ გაუთავისუფლებია.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, თვითდაზიანების გამო გათავისუფლება, შესაძლოა, საშიშ პრეცედენტად იქცეს და დომინოს პირციპით გადამდები გახდეს სხვა პატიმრებისთვის. “ნებისმიერი ფორმით თვითდაზიანების შემსწრეა ეს სისტემა და არც ერთი შემთხვევა არ არის, რომ თვითდაზიანების გამო, რომელიმე ნორმალურ სახელმწიფოს დაეშვას ამ ულტიმატუმით პატიმარი გაეთავისუფლებინოს, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი რაც პირდაპირ ურტყამს ნებისმიერი სახელმწიფოს უსაფრთხოებას და საპატიმროების წესრიგს” - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.