გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

POLITICO: უკრაინა-ევროკავშირის სამიტის განცხადების პროექტი ცხადყოფს, რომ ევროკავშირი უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების ვალდებულებას არ აიღებს

2-02-2023

ევროკავშირის ლიდერები მიმდინარე კვირაში უკრაინაში მიემგზავრებიან, თუმცა თან არ მიაქვთ იმის დაპირება, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას უახლოეს მომავალში შეძლებს, - წერს ამერიკული გამოცემა POLITICO.


უკრაინა-ევროკავშირის სამიტის განცხადების პროექტის თანახმად, რომელსაც POLITICO გაეცნო, ევროკავშირი უკრაინის ბლოკში გაწევრიანების კონკრეტულ ვადებს არ მიუთითებს.


განცხადებაში კონკრეტულად არ არის ნახსენები უკრაინის მიერ დადგენილი ამბიციური ვადები, რომლის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განუცხადა POLITICO-ს, რომ ის იმედოვნებს, რომ უკრაინა ევროკავშირს ორ წელიწადში შეუერთდება.


დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ ბუნდოვან გარანტიებს პროცესის წინსვლის შესახებ მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მიერ დადგენილი ყველა პირობა შესრულდება.


„ევროკავშირი შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ევროკომისიის მოსაზრებაში მითითებული ყველა პირობის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ მიიღებს. უკრაინამ ხაზი გაუსვა თავის გადაწყვეტილებას, დააკმაყოფილოს აუცილებელი მოთხოვნები, რათა რაც შეიძლება მალე დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები“, - ნათქვამია სამიტის განცხადების პროექტის ტექსტში.


როგორც გამოცემა POLITICO იუწყება, ამ ეტაპზე ევროკავშირი ფაქტობრივად ორ დაპირისპირებულ ბანაკად არის დაყოფილი: ზოგიერთი ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ პროცედურას, ზოგიერთი კი დაჟინებით მოითხოვს, რომ კიევმა გაწევრიანების მთლიანი პროცესი გაიაროს.


უკრაინა-ევროკავშირის სამიტი 3 თებერვალს კიევში გაიმართება.