გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2018 წლის 13 ივლისს მზის ნაწილობრივი დაბნელება გველოდება

12-07-2018

2018 წლის 13 ივლისს მზის ნაწილობრივი დაბნელება გველოდება (კიბოს თანავარსკვლავედის 20 გრადუსზე).


ასტროლოგების აზრით მზის დაბნელება - ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ბევრ რამეს ცვლის.

 

აი რას მოგვიტანს 13 ივლისის მზის დაბნელება:

პირველი ცვლილება:

იმდენად რამდენადაც დაბნელება მოხდება ოჯახის და სახლის ნიშანში, ის გმოიწვევს იმ მოვლენების მთელ ჯაჭვს, რომლებიც ცხოვრების ამ სფეროზე ახდენენ გავლენას.

 

ოჯახი და სახლი - ეს ადამიანის ცხოვრების ფუნდამენტია. მზის დაბნელება კი თან მოიტანს ყველა საფუძველის გარდაქმნას: საცხოვრებელ ადგილთან, ოჯახთან და ახლობელ ადამიანთან ურთიერთობებში მოსალოდნელია ცვლილებები.

 

მეორე ცვლილება:

მზის დაბნელება ასევე შეცვლის თქვენს წარმოდგენას კომფორტის და უსაფრთხოების ზონაზე. დრო მოვიდა განსაზღვროთ საკუთარი კომფორტის ზონა - და რაც უფრო ფართო იქნება ის, მით მეტ შესაძლებლობებს შეიძენთ ამით.

 

მესამე ცვლილება:

ამის გარდა მზის დაბნელება გავლენას მოახდენს თქვენს მიზნებზე და ფასეულობებზე, რაზეც ბევრადაა დამოკიდებული თქვენი ცხოვრების წარმატება. 13 ივლისი ადამიანებს გვაიძულებს საბოლოოდ გავერკვეთ საკუთარ პრიორიტეტებში.

 

მეოთხე ცვლილება:

ოცნებები რეალურ გეგმებად იქცევა. წინა მზის დაბნელებებმა მრავალ ადამიანს აიძულა ერწმუნა საკუთარი ოცნებების, ნიჭის, საყვარელი საქმის კეთების შესაძლებლობების, ასევე ყოფილიყო საყვარელ ადამიანთან და გამოეხატა საკუთარი ინდივიდუალურობა.

 

13 ივლისის დაბნელებას კი შეუძლია მყარი საფუძველი ჩაუყაროს ყველა ამ სურვილის ასრულებას და გადაააქციოს ისინი რეალურ მიზნად.

 

მეხუთე ცვლილება:

მზის დაბნელება შეცვლის თქვენს შინაგან „ფესვებს":დამოკიდებულებას, ხედვას მსოფლიოზე და მის უსაფრთხოებაზე, რწმენას, სცენარს, რომელსაც ჩვენვე ვუწინასწარმეტყველებთ საკუთარ თავს. თითოეული ადამიანი დაიწყებს შიგნიდან შეცვლას. ამას ხელს შეუწყობს ადამიანის ცხოვრებაში მომხდარი ის მოვლენები, რომლებიც აიძულებენ სხვაგვარად შეხედონ მას.

 

მეექვსე ცვლილება:

საბედნიეროდ, ეს დაბნელება ჩვენს ცხოვრებაში შემოიტანს ისეთ მოვლენებს, რომლებიც გახსნის ჩვენს წინ თვითრეალიზაციის შესაძლებლობებს. ასევე შანსს სიყვარულის პოვნაში და შემოქმედებაში.

 

მეშვიდე ცვლილება:

დაიშლება ყველაფერი ძველი და არაქმედითი: არასასიამოვნო სამსახური, ყალბი ურთიერთობები, გადაუჭრელი კონფლიქტები და პრობლემები.

 

მერვე ცვლილება:

მთავარია ის, რომ - დაბნელების პერიოდში, რომელიც ორი კვირა გრძელდება ციურ მოვლენამდე და თვითონ მოვლენის შემდეგ, თითოეული შესძლებს დადგეს თვითსრულყოფილების გზაზე. 13 ივლისის დაბნელებას ხომ მოაქვს ცვლილებები არა მხოლოდ გარე სამყაროში, არამედ არამედ შინაგან სამყაროშიც.

 

მეცხრე ცვლილება:

თითოეული ადამიანი გადაიტანს შინაგან ტრანსფორმაციას, რათა დადგეს პიროვნული განვითარების გზაზე და განიცადოს ცხოვრებისგან კმაყოფილება.

 

მეათე ცვლილება:

გამოგიჩნდებათ შესაძლებლობა საბოლოოდ გადაწყვიტოთ ყველა დიდი ხნის წინანდელი პრობლემა, განსაკუთრებით თუ ისინი კავშირშია სახლთან და ოჯახთან.

 

მეთერთმეტე ცვლილება:

დაბნელების გავლენით ბევრი შესძლებს გაერკვეს პირად ცხოვრებაში და თავიდან დაალაგოს პრიორიტეტები. გაურკვევლობაში მყოფ ადამიანებს შესაძლოა უჩვეულო შეხვედრები და საბედისწერო გაცნობა ჰქონდეთ.

 

მეთორმეტე ცვლილება:

სავარაუდოდ, მზის დაბნელება გაამძაფრებს თქვენს ინტუიციას. განსაკუთრებულად იღბლიანები რაღაც დროით საკუთარ თავში ექსტრასენსორულ ნიჭსაც კი აღმოაჩენს!

 

მეცამეტე ცვლილება:

და ბოლოს, მზის დაბნელება ფლობს განსაკუთრებულ ძლიერ ძალას, რომელიც გვევლინება პროჟექტორად. ის ააშკარავებს ყველაფერს, რაც ჩრდილში რჩებოდა.

ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა პრობლემა და გადაუჭრელი სიტუაცია უახლოეს ორ კვირაში გაგახსენებთ თავს, ხოლო დაბნელების საერთო შედეგები კიდევ დიდი ხნის მანძილზე გამოვლინდება!

 

სხვათა შორის, სულ რამდენიმე კვირაში მზის დაბნელების შემდეგ ჩვენ გველოდება მთვარის დაბნელება! და ისიც არა ნაკლებ მნიშვნელოვანი.

"თრიალეთი"