გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ანდრია გვიდიანი: საზოგადოების განწყობები იმდენად აშკარაა, რომ NDI-მაც ვერ შეძლო რეალობის უხეში დამახინჯება

2-02-2023

ექსპერტი ანდრია გვიდიანი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოქვეყნებულ კვლევას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, გასული წლის შემდეგ მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტით გაიზარდა.

 

გვიდიანის თქმით, რომ მათი კვლევები სანდო ვერასდროს გახდება. თუმცა, მათაც კი მოუწიათ რეალური სურათის აღიარება.

 

როგორც გვიდიანმა აღნიშნა, ხალხი ყოველთვის ყველაფერს შესანიშნავად აფასებს, ვინ ატარებს ეროვნულ და ქვეყნის ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას და ვინ მოღალატეობრივს.

 

„საზოგადოების განწყობები იმდენად აშკარაა, რომ NDI-მაც ვერ შეძლო რეალობის უხეში დამახინჯება. სხვადასხვა კუთხით ხელისუფლების მიერ გატარებული ადეკვატური პოლიტიკების გამო, წინა წელთან შედარებით მოწონების რეიტინგი 10%-ით გაიზარდა - ოპოზიციის კი შემცირდა. ზოგადად, NDI მიკერძოებული ორგანიზაციაა და სუბიექტური ინტერესები ამოძრავებს. ბევრი რეალობას აცდენილი დამახინჯებული კვლევა აქვთ გამოქვეყნებული და, შესაბამისად, მათი კვლევები სანდო ვერასდროს გახდება.

 

თუმცა, მათაც კი მოუწიათ რეალური სურათის აღიარება. ხალხი ყოველთვის ყველაფერს შესანიშნავად აფასებს, ვინ ატარებს ეროვნულ და ქვეყნის ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას და ვინ მოღალატეობრივს. შედეგიც სახეზეა.“- წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.