გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დიმიტრი ხუნდაძე NDI-ს კვლევის შედეგებზე: ეს არის ვითარება, როდესაც მმართველი გუნდი იცავს ქვეყნის ინტერესებს, ხალხი კი აზღვევს საკუთარ ხელისუფლებას

2-02-2023

საქართველოს პარლამენტის წევრი და მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე NDI-ს კვლევებსა და ევროპარლამენტარების განცხადებებზე კომენტარს აკეთებს.


"ევროპარლამენტარების მცირე, მაგრამ "ჭარბად მეტყველმა" ჯგუფმა, პრაქტიკულად ცარიელ დარბაზში, არაობიექტურობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა. ქართველი ხალხი სხვაა, ხელისუფლება კი საკუთარ საზოგადოებას დაშორდაო, გვახსენებენ ყოველდღე. მათივე კვლევის მიხედვით კი, ხალხი ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტად ენდობა და მის მიმართ მხარდაჭერას ზრდის. ხალხს ყველაფერი კარგად ესმის და ყველაფერს კარგად ხედავს. ეს არის ვითარება, როდესაც მმართველი გუნდი იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ხალხი კი აზღვევს საკუთარ ხელისუფლებას. ასე მშვიდობაც გარანტირებული იქნება და ქვეყნის სუვერენიტეტიც. ევროპარლამენტარების ეს ჯგუფი კი ყოველდღე შორდება ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, რაც სამწუხაროა და ასევე სახიფათო თავად ევროპისთვის.


ცარიელ დარბაზში მყოფი სააკაშვილის მხარდამჭერთა რაოდენობა, თბილისის ქუჩებში მის მხარდამჭერთა რაოდენობას ემთხვევა, რაც ნამდვილად არ არის სამწუხარო, პირიქით, მსოფლიომ დაინახა, თუ რამდენად მილევადია სააკაშვილის და ოპოზიციის რესურსი საქართველოშიც და მის საზღვრებს მიღმაც," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.