გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თემურ კეკელია: ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია

12-07-2018

სასაზღვრო პოლიციის უფროსის, თემურ კეკელიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენის ავარიულად დაშვების გამო დაშავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მისივე თქმით, დაშავებულთაგან ერთს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
„ვერტფრენი ახორციელებდა გეგმიურ როტაციას. როტაციის პროცესში ვერტფრემა მოახდინა ავარიული დაშვება, რის შედეგადაც დაშავდა ეკიპაჟის 3 წევრი და პოლიციის 2 თანამშრომელი. მოხდა თანამშრომლების ოპერატიული ევაკუაცია თელავში. მაგრამ ერთ-ერთს დასჭირდა გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა, რაც განხორციელდა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილური სიმძიმისა და სტაბილურია. რაც შეხება დანარჩენ დაშავებულებს. აღენიშნებათ სხვადასხვა სახის მოტეხილობები და დაჟეჟილობები მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“-განაცხადა კეკელიამ.
შსს-ს ვერტმფრენი თა ანდარაზართან განლაგებულ სასაზღვრო პოსტ ,,ანდარაზართან“ დღეს დილით ავარიულად დაეშვა. ბორტზე სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო დეპარატმენტის წარმომადგენელი იმყოფებოდა.