გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზურაბ ქადაგიძე: გიორგი ვაშაძეს რა ეშველება, რომ გაიძვერობითაა დაკავებული და როცა რა აწყობს ისე ჭიკჭიკებს?!

3-02-2023

ჭიჭე ვაშაძის მდგმური..."აღმაშენებელი" ხბოს სახით,რომ გვასაღებდა უკრაინელია და რას ხედავთ პრობლემასო, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მდგმურის რუსული პასპორტის ფოტოს აქვეყნებს.

 

ქადაგიძის თქმით, გიორგი ვაშაძე საზოგადოებას ამუნათებდა, რუსეთის მოქალაქეების მიღების გამო, თავად კი ქონებას მათზე აქირავებს.

 

„ჭიჭე ვაშაძის მდგმური..."აღმაშენებელი" ხბოს სახით,რომ გვასაღებდა უკრაინელია და რას ხედავთ პრობლემასო... ამ კაცთან რა პრეტენზია უნდა მქონდეს, სახლს ეძებდა და იქირავა...

აი გიორგი ვაშაძეს რა ეშველება,რომ გაიძვერობითაა დაკავებული და როცა რა აწყობს ისე ჭიკჭიკებს?! საზოგადოებას ამუნათებდა,რუსები არ მიიღოთ გაყარეთო და თვითონ ქონებას აქირავებს რუბლებზე. ჯანდაბას ეს ციფრული ეპოქა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა,რომ კაცს შენ გემოზე ვერ "გიაფერისტია". შენნაირი ნაძირლებით რომაა გადატენილი ქართული ოპოზიციური სპექტრი,იმიტომაც ხართ ნულს ქვემოთ. მიდი გიორგი,ასე გააგრძელე და 24-ში შენი დუსტი აღარ დარჩება პოლიტიკაში...“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.