გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

იანვარში, ქვეყნის მასშტაბით 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

3-02-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.


5 ლენტური და 3 ცირკული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო მოქალაქეებს კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში, ასევე, დედაქალაქში საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.


2 უკანონო სახერხი საამქროა დალუქული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეში, 2 - ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში: შუა ხორგასა და ქვემო ქვალონში; თითო-თითო ფაქტი დაფიქსირდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში, ქალაქ ქობულეთსა და თბილისში (გლდანი).


უკანონო სახერხი საამქროების ტერიტორიებიდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის,ჯამში, 32 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი), 18 ერთეული კოტრი, 7 ერთეული და 6,5 კუბურ მეტრამდე მოცულობის ხე-ტყის გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელაკი, ფრიზა, ე.წ. ნაგვერდული).

ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.