გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფება

12-07-2018

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მოადგილე გოჩა ლორიასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძესთან და პარლამენტის წევრ, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა მხეიძესთან ერთად, ჩინეთში გაემგზავრა. დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქალაქ შაოგუანის ხელმძღვანელობის მიწვევით იმყოფება. დელეგაციას სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად სავაჭრო პალატა მასპინძლობს.

დღეს ქართული დელეგაცია მიწვეული იყო ინოვაციური ტექნოლოგიების მწარმოებელი მსოფლიო მნიშვნელობის კომპანიაში "EHANG" , რომელიც აწარმოებს საფრენ აპარატებს ციფრული აღჭურვილობებით, ეს არის სატრანსპორტო გადაადგილების საშუალება, რომელიც ახლო მომავალში ჩაანაცვლებს ავტომობილებს, ამჟამად კი გამოიყენება, საგანგებო სიტუაციების ოპერატიული მართვის მიზნით და ექსტრემალური ტურიზმის სფეროში. ირაკლი ტაბაღუა პირადად გაეცნო სისტემის მართვის პრინციპებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც სავაჭრო სფეროს, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.