გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დავით ქართველიშვილი: „ხალხის ძალას“ მომზადებული კანონით წერტილი უნდა დაესვას იმ ცილისწამებას, სიყალბეს, დეზინფორმაციას, რომელიც აზიანებს სახელმწიფოს და მის ძირითად ინსტიტუტებს აკნინებს

4-02-2023

„ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, „დიდ გადაცემაში“ სტუმრობისას, საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელიც რომელიც მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას ითვალისწინებს.

 

მისივე თქმით, კანონპროექტი ეფექტურად უზრუნველყოფს როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე - მასზე სათანადო რეაგირებას.

 

„ძალიან კარგი კანონებია საფრანგეთში პრესის შესახებ - თუ ვინმემ გაბედა და ცილი დასწამა ამა თუ იმ სახელმწიფო ინსტიტუტს, მოსამართლე ამ ცილისწამებას 48 საათის განმავლობაში განიხილავს და ჯარიმა 145 000 ევროა.

 

„ხალხის ძალას“ საგაზაფხულო სესიისთვის გამზადებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელმაც წერტილი უნდა დაუსვას იმ ცილისწამებას, სიყალბეს, დეზინფორმაციას, რომელიც რეპუტაციულ ზიანს აყენებს სახელმწიფოს და აკნინებს მის ძირითად ინსტიტუტებს - თავდაცვას, სასამართლო სისტემას, პენიტენციურ სისტემას და ა.შ.

 

ეს იქნება ძალიან სერიოზული ბერკეტი იმისთვის, რომ არ და ვერ გაგვიბედონ!“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი. აღნიშნული კანონპროექტის გარდა, „ხალხის ძალა“ მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოში უცხოური დაფინანსებით მოქმედი ენჯეოების საქმიანობას ეხება. დოკუმენტი პარლამენტში იანვარში დაინიცირდება. კანონპროექტი არსებითად ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება. კანონპროექტში აგრეთვე აისახება რამდენიმე სხვა დემოკრატიული ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა აღნიშნულ სფეროში.