გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კასპის მერმა საკრებულოს თავმჯდომარემ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა 6 სოფელში ჩაატარეს

4-02-2023

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის 6 სოფელში ჩაატარეს.

ადგილობრივმა მოსახლეობამ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით პრობლემები დაასახელეს და რიგითობით პრიორიტეტებიც შეარჩიეს.

 

სოფელი ზემო ჩოჩეთი:

 

- გარეგანათების სისტემის მოწყობა.

 

სოფელი გარიყულა:

 

- არსებული ბეტონის გზიდან მოხრეშვის სამუშაოების ჩატარება.

 

სოფელი ერთაწმინდა:

 

- სოფელში გარეგანათების სისტემის მოწყობის დასრულება.

 

სოფელი თეძმისხევი:

 

- ბავშვთა გასართობი ცენტრის მიმდებარედ ფანჩატურის მოწყობა.

 

სოფელი ახალსოფელი:

 

- სანიაღვრე არხის სამუშაოების დასრულება;

- სასაფლაოს გზის მცირე მონაკვეთის მოხრეშვა.

 

სოფელი ჭყოპიანი:

 

- არსებული ტბის ამოწმენდა და სარწყავად გამოყენება.

 

მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდნენ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.