გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს!

4-02-2023

ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, ვეტერანებთან, აფხაზეთის ცხინვალის, აქ ბევრი ვაპირებთ ომს! - ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „კავკასიის ეთერში განაცხადა. 


მისი თქმით, უკრაინაში რამდენიმე ათასი ქართველი რომ იბრძვის, მეორე დღესვე აქ გაჩნდებიან და დამხმარეც ეყოლებათ - მთელი ცივილიზებული სამყარო.


„მე ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, იმიტომ რომ ბევრი ვიცი და ბევრ ადამიანთან მილაპარაკია, მეომრებთან მილაპარაკია, ვეტერანებთან, აფხაზეთის ცხინვალის, აქ ბევრი ვაპირებთ ომს და მოგექცევით ისე, როგორც მოვექცევით შემოჭრილ რუსებს აქ, უარესად, გეიგეთ ეს, გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ფიზიკურად, სინდისი და ნამუსი რომ არ გაგაჩნიათ, გავიგე, ზნედაცემული ხალხი ხართ, გავიგე, მაგრამ ვირთხის ინსტინქტები ხომ გაქვთ? მოგექცევით ისე, როგორც ექცევიან უკრაინაში კოლაბორანტებს, მეტი რა გითხრათ, ამ ქვეყანას არ დავთმობთ, ამ ქვეყანას ამ ერის უმრავლესობა არ დათმობს, ქართული ემიგრაცია არ დათმობს. თქვენ რა გგონიათ, უკრაინაში რამდენიმე ათასი ქართველი რომ იბრძვის, მეორე დღესვე აქ გაჩნდებიან და დამხმარეც გვეყოლება, მთელი ცივილიზებული სამყარო, სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.