13-07-2018
მეხუთე დღეა, რაც ქვემო სვანეთში, ზესხოს ხეობაში, მეხანძრე-მაშველები ხანძარს ებრძვიან. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ძირითადი კერების ჩაქრობა შეძლეს, თუმცა კვლავ რჩება საშიშროება, რომ დარჩენილი კერებიდან ცეცხლი გავრცელდეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ალექსანდრე ხვადაგიანის განცხადებით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაციის ჩასართავად ვერტმფრენებისთვის სპეციალური აუზია მომზადებული. მისივე თქმით, ხანძრის ლოკალიზებისათვის ხეობაში სრული მზადყოფნაა.
"მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე გარკვეული ნაწილი მეხანძრე მაშველებისა მუშაობას აგრძელებდნენ. ვერტმფრენისთვის სპეციალური აუზი გაკეთდა, სადაც შესაბამისი მოწყობოილობით წყლის გადატუმბვა ხდება. მდგომარეობა ამ ეტაპისათვის სტაბილურია, თუმცა შესაძლოა ამინდის გაუარესების შემთხვევაში, სიტუაცია შეიცვალოს, მაგრამ ამისათვისაც სრულად ვართ მობილიზებულები"-განაცხადა ხვადაგიანმა.