გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფოს თანადგომით, მსხვილი ინვესტიციით გორში პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გავხსენით

6-02-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გორში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „გორი ინნ"-ის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.


გახსნით ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.


სასტუმრო „გორი ინნ" სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტით სარგებლობს.


„აწარმოე საქართველოში" პროგრამის მხარდაჭერით გორში 120 ნომრიანი სასტუმრო გავხსენით, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. ყოველი ასეთი თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ობიექტი დამატებითი შესაძლებლობაა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის იმოგზაურონ საქართველოს კიდევ ერთ რეგიონში და აღმოაჩინონ ახალი ისტორიული ადგილები. მსგავსი მაღლი კლასის სასტუმრო ასევე ხელს შეუწყობს ვიზიტორთა დანახარჯებისა და ღამის თევების რაოდენობის ზრდას, რაც დადებითად აისახება ტურიზმის სექტორის დინამიკაზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასტუმრო 100 ადგილობრივ ადამიანს ასაქმებს, რაც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.


„გორი ინნ" სასტუმროების მმართველი კომპანია Inn Group-ის ქსელს წარმოადგენს. სასტუმროს მშენებლობაში 20 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა.


„ინნ ჯგუფი" 2015 წელს შეიქმნა და დღეს უკვე 10 კომპანიას აერთიანებს, მათ შორის სასტუმროებს ბაკურიანში, გუდაურსა და ქუთაისში, ასევე საწარმო „ალუტექ ჯორჯიასა" და სამშენებლო კომპანია „ინნ დეველოპმენტს".