გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო პროექტი - ,,შეეხე ისტორიას ხელებით”, გრძელდება

6-02-2023

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მოსწავლეებისთვის აგრძელებს საგანმანათლებლო პროექტს ,,შეეხე ისტორიას ხელებით”.

 დღევანდელი შეხვედრის თემას “დასვენება და გართობა ძველ რომში” წარმოადგენდა.


გონიოს ციხის ტერიტორიაზე აღნიშნულ თამაზე ამჯერად ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის მე-5 გ კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა პრეზენტაცია და სხვადასხვა ტიპის გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. (კლასის ხელმძღვანელი მარიამ სისაური)


პრეზენტაცია აერთიანებდა პოპულარული და მასშტაბური რომაული თამაშობების განხილვას და მათი საინტერესო მხარეების წარმოჩენას.

გაკვეთილს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომელი, თორნიკე მამისეიშვილი უძღვებოდა.