გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე ლიზა იასკოს: საქართველოს დროშას თავი დაანებე

7-02-2023

საქართველოს დროშას თავი დაანებე და საკუთარ გაუბედურებულ ქვეყანას მიხედეთ. კისრამდე სისხლში ცურავთ და იმის მაგივრად გამოსავალს ეძებდეთ, ცალკე შენ დასეირნობ კიევი-თბილისი და ცალკე შენი "პეტრუშკა" უძღვნის ბრიფინგებს სააკაშვილს - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე უკრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს განცხადებას.

 

ქადაგიძის თქმით, ლიზა იასკოს მოუწევს შეეგუოს სააკაშვილის პატიმრობას მომდევნო ხუთი წლით.

 

„ესღა გვაკლდა რაა... მოკლედ ცალკე ამ ბოროტი კლოუნის "სიკვდილ-სიცოცხლის" აბსურდს უნდა უყურო და ცალკე მის მრავალფეროვან პირად ცხოვრებას... "დოქტორ დოტი" აპირებს ამ დღეებში ჩამოსვლას და მიშას უფასო მასაჟები უნდა გავუკეთოოო... საქართველოს დროშას თავი დაანებე და საკუთარ გაუბედურებულ ქვეყანას მიხედეთ.

 

კისრამდე სისხლში ცურავთ და იმის მაგივრად გამოსავალს ეძებდეთ, ცალკე შენ დასეირნობ კიევი-თბილისი და ცალკე შენი "პეტრუშკა" უძღვნის ბრიფინგებს სააკაშვილს. კიდე 5 წელი მოუწევს და შეგიძლია შეეგუო! არჟნიან პელმენებს შეგატანინებენ...“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

 

უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „საქართველოს დროშა სისხლიანი მოეჩვენა“.