გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით მაღრაძე: ევროკომისიის ბოლო დასკვნა ოპოზიციასა და პოლიტიკურად ანგაჟირებული საზოგადოების ნაწილსაც გამოაცლის საფუძველს

7-02-2023

ევროკომისიის ახალი შეფასება დამაიმედებელი და სამართლიანია, რასაც ბოლო ხანს სხვადასხვა ფაქტორის გამო მოკლებული ვიყავით. ის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ რეფორმებით საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს უსწრებს¬. მასში გამორჩეულია ის, რომ ადამიანის თავისუფლების ინდექსით ყველა კანდიდატზე წინ ვართ და ეს ოფიციალურ დოკუმენტშიც არის აღნიშნული - ამბობს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტი დავით მაღრაძე.

 

მაღრაძე იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში ევროკავშირის გადაწყვეტილება სამართლიანობაზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, როგორც ადრე, როდესაც კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭეს, საქართველო კი დასაჯეს. „ეს არის ფაქტი, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. მაღალი თანამდებობის პირების შეფასება სულაც არ სჭირდება იმ ლოგიკური ჯაჭვის დანახვას, რომელსაც სიმართლესთან მივყავართ. ეს არ ეხება მხოლოდ მეორე ფრონტის გახსნას. ვფიქრობ, პროექტი, რომელიც ადრე დაიწერა, უკრაინისა და საქართველოს განსაკუთრებულ ერთობაზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული.

 

ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა იმაზე განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო, ვიდრე თუნდაც საქართველო-სომხეთის ან საქართველო-აზერბაიჯანის, რომლებთანაც მეზობლობის გარდა, ისტორიულადაც მეტი საერთო გვაქვს - ჰაოსი და ქართლოსი გავიხსენოთ. თუმცა ის პროექტი ამ კონტექსტში არ იყო განხილული, საქართველო-უკრაინის გამორჩეულად ახლო ურთიერთობაზე იყო აგებული და რუსეთთან დაპირისპირებაში უნდა გამოხატულიყო“ - აცხადებს დავით მაღრაძე. მისივე თქმით, ევროკომისიის ბოლო დასკვნა ოპოზიციასა და პოლიტიკურად ანგაჟირებული საზოგადოების ნაწილსაც გამოაცლის საფუძველს. „ევროკომისიის ბოლო დასკვნა ოპოზიციასა და პოლიტიკურად ანგაჟირებული საზოგადოების ნაწილსაც გამოაცლის საფუძველს, მათ, ვინც ირწმუნებოდა, რომ რუსეთისკენ გვაქვს გეზი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველაფრის, მათ შორის პოლიტიკურად არსებობის მორალური საფუძველიც გამოცლილი აქვთ - "ნაცმოძრაობას" ვგულისხმობ, რომელიც განსაკუთრებით ბოლო დროს ცდილობდა ამ ნარატივის დამკვიდრებას. თუმცა მათთან ზნეობრივი კრიტერიუმებით საუბარი, მხოლოდ წყლის ნაყვაა“ - აცხადებს დავით მაღრაძე.