გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზაალ ანჯაფარიძე: როგორც კი ქვეყანაში პროტესტის რაღაც ნაპერწკალი გაიელვებს, „მომაკვდავი“ სააკაშვილის მაშვრალი სხეული მაშინვე შეინძრევა და თავს ისევ რევოლუციის ლიდერად წარმოიდგენს

7-02-2023

„როგორც კი ქვეყანაში პროტესტის რაღაც ნაპერწკალი გაიელვებს, „მომაკვდავი“ სააკაშვილი თავს ისევ რევოლუციის ლიდერად წარმოიდგენს. ეს მორიგი უსტარიც ამის დასტურია,“- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე და "ვივა-მედიდან" გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის წერილს ეხმიანება.

 

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ლაზღანდარობა?

 

„შემჩნეული მაქვს, როგორც კი ქვეყანაში პროტესტის რაღაც ნაპერწკალი გაიელვებს, „მომაკვდავი“ სააკაშვილის მაშვრალი სხეული მაშინვე შეინძრევა, კალიგრაფიაც უსწორდება, „დემენციაც“ გაუვლის და თავს ისევ რევოლუციის ლიდერად წარმოიდგენს. ეს მორიგი უსტარიც ამის დასტურია. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ლაზღანდარობა? მანამდე სადამდეც ფული ეყოფათ. ფული კი ბევრი აქვთ“- წერს ანჯაფარიძე.