გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლევან დავითაშვილი: ჩვენი კომპლექსური პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებებს უკავშირდება

13-07-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მისი უწყების პროგრამებში აქცენტები მწვანე ეკონომიკაზე და ინკლუზიურობაზე გაკეთდა.


ამის შესახებ დავითაშვილმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

„კომპლექსური პროგრამა, რომელიც უკავშირდება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებებს, განსაზღვრულია ორ მნიშვნელოვან დოკუმენტში, ესენია გარემოს დაცვის ეროვნული სამოქმედო პროგრამა და სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითრების სტრატეგია. ეს არის კომპლექსური დოკუმენტები, რომლებიც ამ ორი ძირითად მიმართულებებში განსაზღვრავენ ჩვენს პრიორიტეტებს. პროგრამებში აქცენტები მწვანე ეკონომიკაზე და ინკლუზიურობაზე გაკეთდა" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.