9-02-2023
ტურიზმის ეროვნულმაადმინისტრაციამ გერმანიაში, დრეზდენში MCE Central & Eastern Europe-ის ფორუმში მიიღო მონაწილეობა. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ფორუმზე ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი.
ფორუმის ფარგლებში მოეწყო პრეზენტაცია საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ. გაიმართა 30-ზე მეტი შეხვედრა საერთაშორისო კომპანიების, ბიზნეს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან.
MCE Central & Eastern Europe-ის ფორუმის მსვლელობისას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია გააცნეს პოტენციურ პარტნიორებს: საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ბელგიის, ნიდერლანდების სამეფოს. ა.შ.შ.-ს სკანდინავიის ქვეყნების და სხვა მიზნობრივი ქვეყნების წარმომადგენლებს.