გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გორდან რადმანი: ერთგულნი ვართ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისა და ევროკავშირის პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის იდეებისადმი

9-02-2023

ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი გორდან რადმანი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


როგორც ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, ხორვატია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისა და ევროკავშირის პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის იდეებისადმი ერთგულია.


„სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა და ნაყოფიერი საუბარი.

ერთგულნი ვართ ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერის, საჭირო რეფორმების განხორციელების და ევროკავშირის პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის იდეებისადმი",- აღნიშნავს ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ ტვიტერში.