9-02-2023
ყველა ბეჭდავს სტატიებს, რომელიც უკავშირდება „კრედით სუისს“ და რომელიც არყევს მის რეპუტაციას, მაგრამ როგორც კი საქმე მიდგება მენეჯმენტზე, არც ერთი სტატია აღარ იბეჭდება. როცა ევროპის მასშტაბით ასეთი ცენზურა მოქმედებს. ეს წარმოუდგენელია და ამით უნდა დაინტერესდნენ საერთაშორისო სტრუქტურები არ გამოვრიცხავ, ჩვენც მივმართოთ ევროსაბჭოს იმისთვის, რომ ეს საკითხი იქნას გამოძიებული - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იურიდიული ფირმა MKD-ის წერილის კომენტირებისას.
მისი თქმით, ევროპისთვის სერიოზული პრობლემაა, თუ ასეთი მასშტაბის კოორდინირებული ცენზურა მოქმედებს ევროპულ მედიაზე.
„შემაშფოთებელი და წარმოუდგენელია, არც ერთი გამოცემა არ ბეჭდავს, ყველა ბეჭდავს სტატიებს, რომელიც უკავშირდება ბანკს და რომელიც არყევს მის რეპუტაციას, მაგრამ როგორც კი საქმე მიდგება მენეჯმენტზე, არც ერთი სტატია აღარ იბეჭდება.
როცა ევროპის მასშტაბით ამ მასშტაბის ცენზურა მოქმედებს, ეს არის წარმოუდგენელი და ამით უნდა დაინტერესდნენ საერთაშორისო სტრუქტურები. არ გამოვრიცხავ, ჩვენც კი მივმართოთ მაგალითად ევროსაბჭოს იმისთვის, რომ ეს საკითხი იქნას გამოძიებული. ევროპისთვის სერიოზული პრობლემაა, თუ ასეთი მასშტაბის კოორდინირებული ცენზურა მოქმედებს ევროპულ მედიაზე“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.