გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან დავითაშვილი: დაცული ტერიტორიების სისტემის ქსელი გაფართოვდება

13-07-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი პარლამენტის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და აქცენტები რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე გააკეთა.
მათ შორის ლევან დავითაშვილმა დაცული ტერიტორიების სისტემის ქსელი გაფართოებაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, „დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესებისთვის აუცილებელ წინაპირობა დაცული ტერიტორიების სისტემის ქსელის გაფართოება და დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
„დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს დაცული ტერიტორიების სისტემის ქსელის გაფართოება და დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარება, რათა ხელი შევუწყოთ, ერთი მხრივ, ბუნების დაცვას და, მეორე მხრივ, მდგრადი ეკოტურიზმის განვითარებას ქვეყანაში“- განაცხადა დავითაშვილმა.