გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

9-02-2023

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა. მან თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის პირადად მიუსამძიმრა და თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.


„ქართველი ხალხის სახელით, უდიდესი თანაგრძნობა მინდა გამოვხატო სასტიკი მიწისძვრით გამოწვეული ტრაგედიის გამო. ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და ვლოცულობთ გადარჩენილთათვის. გამძლეობა - ამ უდიდესი განსაცდელის წინაშე მყოფ ოჯახებს", - ნათქვამია ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებულ ჩანაწერში.