გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი: ხორვატიის გამოცდილება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ნამდვილად გამოადგება

9-02-2023

საქართველოსა და ხორვატიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიები ჩამოყალიბდება. დოკუმენტზე ხელმოწერა ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილისა და ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის გორდან გრლიჩ რადმანის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გაიმართა.


ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.


„ერთობლივი კომისიების ფარგლებში შეგვეძლება ფორმალურად განვსაზღვროთ ის პრიორიტეტები, რომლებიც ორ ქვეყანას აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ვფიქრობ, ეს გააღრმავებს ჩვენსა და ხორვატიას შორის ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის გაზრდას და სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება ხორვატიის მხრიდან გამოცდილების გაზიარებაზეც. „ხორვატია ევროკავშირის სრულფასოვანი წევრია, მათ შორის, ევროზონისა და შენგენის. ამდენად, ხორვატიის გამოცდილება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ნამდვილად გამოადგება," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.


შეხვედრა და ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის გორდან გრლიჩ რადმანის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს მეგობრულ კავშირებს ორ ქვეყანას შორის.