9-02-2023
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის განცხადებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების რეაქციას ეხმაურება და აშშ-ის დაზვერვის მონაცემებს აქვეყნებს.
„იმის გამო, რომ ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივი ინფორმაცია მოიყვანა პოლიტიკური კონტექსტის ასახსნელად, მას თავს დაესხა ომის და ღალატის პარტია. დახედეთ ქვემოთ მოცემულ რუქას, ეს არის ამერიკული დაზვერვის მონაცემები, სადაც ასახულია რუსების წინსვლა ფრონტის ხაზზე. ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ ეს არის რეალობა“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთს ბოლო პერიოდში უპირატესობა აქვს ფრონტის ხაზზე, რის შედეგადაც საქართველოზე ზეწოლა გაძლიერდა, მხოლოდ ფაქტებს ეყრდნობა.
„ეს პოსტი წაიკითხეთ ისე, როგორც სამხედრო ანალიტიკოსის მოსაზრება, რომელიც ეყრდნობა ფაქტებს! ირაკლი კობახიძემ თქვა შემდეგი რამ - „რადგან რუსეთს ბოლო პერიოდში აქვს უპირატესობა ფრონტის ხაზზე, ამიტომ გაძლიერდა ზეწოლა საქართველოზე, რომ აქ გაიხსნას მეორე ფრონტი“ ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა შემდეგი რამ - „ჩვენ ველოდებით ახალ შეტევას რუსეთის მხრიდან. ის აძლიერებს ზეწოლას ფრონტის ხაზზე და სამწუხაროდ, ნელა, მაგრამ მიიწევს წინ. აუცილებელია გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა. იმის გამო, რომ ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივი ინფორმაცია მოიყვანა პოლიტიკური კონტექსტის ასახსნელად, მას თავს დაესხა ომის და ღალატის პარტია.
დახედეთ ქვემოთ მოცემულ რუქას, ეს არის ამერიკული დაზვერვის მონაცემები, სადაც ასახულია რუსების წინსვლა ფრონტის ხაზზე. ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ ეს არის რეალობა. ასევე რეალობაა ის, რომ ომის და ღალატის პარტია სიმართლეს ვერ იტანს!“ - წერს ნიკოლეიშვილი.