გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან დავითაშვილი: სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად, ადრეული გაფრთხილების სისტემა გაძლიერდება

13-07-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სტიქიური მოვლენებით მოსალოდნელი რისკების შესამცირებლად ადრეული გაფრთხილების სისტემა გაფართოვდება.
ამის შესახებ დავითაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. 

„უმნიშვნელოვანესია სტიქიური მოვლენებით მოსალოდნელი რისკების შესამცირებლად ეფექტიანი ღონისძიებები გავატაროთ. ჩვენ ვგეგმავთ ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოებას, რაც მოსახლეობის დიდი ნაწილის სტიქიური უბედურების თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს“- განაცხადა დავითაშვილმა.